logo
ENG



"ევროპულმა საქართველომ" მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ აქცია-პერფორმანსით მოუწოდა

29 ოქტ 202111:34
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ევროპულმა საქართველომ ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ აქცია-პერფორმანსით მოუწოდა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მთავარი მოწოდება არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა იყო.

პერფორმანსის ფარგლებში შეკრებილებმა საჰაერო ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც მოწოდებებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის გაშარჟებული გამოსახულებებია დატანილი.

"მთავარი მიზანია საზოგადოების ყველა წევრს შევახსენოთ, მიუხედავად იმისა, როგორია მათი პოლიტიკური სიმპათიები, ხვალ გვაქვს შესაძლებლობა ამ კაცს [ბიძინა ივანიშვილს], რომელსაც სურს რომ ჭაობში ჩაგვახრჩოს და ცხოველების ფერმად გვაქციოს, ჩარჩო დავუწესოთ და იმ უფსკრულის პირიდან, სადამდეც მან მიიყვანა ქვეყანა უკან გამოვიწიოთ და შანსი გამოვიყენოთ რომ შემდეგ, მშვიდობიანად ჩავანაცვლოთ ვადამდელი არჩევნებით, თან ისე, რომ შემდეგ არცერთი პოლიტიკური ძალა ან პიროვნება სრული ძალაუფლებით არ მოვიდეს.

ხვალ არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ყველამ. ხვალ ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შესამცირებლად" - ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს ნიკა მელიამ თბილისის მერიის კოალიციური კაბინეტი წარადგინა


close დახურვა